ქართული ღვინის დეგუსტაცია

02/24/2012
NationalWineAgency-ის მიერ

/ wines.of.georgia  

საფრანგეთში, ანჟეს უნივერსიტეტის დირექტორის ფილიპ ვიოლიეს და უნივერსიტეტის პროფესორის ჟან მიშელ მონიეს მიწვევით, 1 თებერვალს, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავჯდომარე და საერთაშორისო ექსპერტი ანა გოდაბრელიძე ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ ლექციას წაიკითხავს.
უნივერსიტეტში გამართულ მასტერკლასს პროფესორები, რეგიონის მეწარმეები, მეღვინეები და 15 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები დაესწრებიან, რომლებიც სამაგისტრო კურსს ღვინის და ტურიზმის, ღვინის დილერის, ღვინის გასტრონომიის და ტურიზმის, რესტორნის მენეჯერის, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერების ფაკულტეტებზე გადიან. .
მასტერკლასზე, ანა გოდაბრელიძე მსმენელებს ისეთ საკითხებს გააცნობს, როგორიცაა: ქართული ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის რეგიონები, ქართული ტრადიციული ტექნოლოგია და ქართული ღვინის პერსპექტივები. ლექციის ბოლოს ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება.
ანჟეს უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, რომლის კურსამთავრებულებიც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების, სასტუმროების, სუპერმარკეტების, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები არიან.

31 იანვარი, 2012 წელი