ლექცია ქართული ღვინის შესახებ
საფრანგეთში, ანჟეს უნივერსიტეტის დირექტორის ფილიპ ვიოლიეს და უნივერსიტეტის პროფესორის ჟან მიშელ მონიეს მიწვევით, 1 თებერვალს, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავჯდომარე და საერთაშორისო ექსპერტი ანა გოდაბრელიძე ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ ლექციას წაიკითხავს. უნივერსიტეტში გამართულ მასტერკლასს პროფესორები, რეგიონის მეწარმეები, მეღვინეები და 15 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები დაესწრებიან, რომლებიც სამაგისტრო კურსს ღვინის და ტურიზმის, ღვინის დილერის, ღვინის გასტრონომიის და ტურიზმის, რესტორნის მენეჯერის, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერების ფაკულტეტებზე გადიან. . მასტერკლასზე, ანა გოდაბრელიძე მსმენელებს ისეთ საკითხებს გააცნობს, როგორიცაა: ქართული ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის რეგიონები, ქართული ტრადიციული ტექნოლოგია და ქართული ღვინის პერსპექტივები. ლექციის ბოლოს ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება. ანჟეს უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, რომლის კურსამთავრებულებიც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების, სასტუმროების, სუპერმარკეტების, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები არიან. / wines.of.georgia 31 იანვარი, 2012 წელი
მსგავსი ვიდეოები
ქართული ღვინის დეგუსტაცია
NationalWineAgency
ლექცია - ქვევრის ღვინო ქართული ფენომენი
Georgian Wine Guild • ქართული ღვინის გილდია
თინათინ ხანჯალიაშვილი / პოლონურ-ქართული პროექტი
Telavi municipality
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოფენა სახელწოდებით, „მოითხ...
Music Box
ონლაინ ლექცია- „ქართული გალობა - წმინდა გიორგის ტროპარის შეს...
Tbilisi State Conservatoire
ნანა ბურჭულაძის ლექცია „ქართული ქრისტიანული ხელოვნება დავით...
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ონლაინ საჯარო ლექცია „ქართული ფულის ისტორია!“
National Palace
გია ბუღაძის ლექცია - „ქართული ხელოვნება - გარდამავალი ეპოქებ...
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum