სასმელების გამოფენა ფორუმი/ Trade with Georgia 2011
https://www.facebook.com/Wines.of.Geo... სასტუმროში ,,Holiday Inn" ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების გამოფენა-ფორუმი Trade With Georgia 2011 -- Tradeshow and B2B Forum (TWG 2011) გაიხსნა. აღნიშნული უპრეცედენტო მასშტაბის ფორუმი ქართული სასმელების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე კობახიძემ და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქეთევან ბოჭორიშვილმა ,,ექსპო ჯორჯიაში" გამოფენა ,,Trade With Georgia 2011" გახსნეს. გამოფენაზე, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 60-მდე ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს. გამოფენა-ფორუმში 80 უცხოელი სტუმარი მოაწილეობს. მათ შორის თრეიდერები, ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები არიან. ფორუმის ფარგლებში, სასმელების დეგუსტაცია და ქართული კომპანიების წარმომადგენლების უცხოელ თრეიდერებთან შეხვედრები გაიმართება. 26 ნოემბერს, ფორუმის მონაწილე უცხოელი სტუმრები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც წინანდლის მუზეუმს, ვინოთეკას და ქართული ღვინის რამდენიმე მწარმოებლის მარანს დაათვალიერებენ, სადაც ქართულ ღვინოს ადგილზე დააგემოვნებენ. აღსანიშნავია, რომ ქართული სასმელების წარმატება ჰონგკონგის საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსში, უნიკალური შანსია ქართული ღვინის აზიის ბაზარზე დამკვიდრებისათვის, რადგან ჰონგკონგი ჩინეთის ბაზარს ამ დარგში უახლეს ტრენდებს კარნახობს. 25 ნოემბერი, 2011 წელი
მსგავსი ვიდეოები
სასმელების გამოფენა თბილისში
NationalWineAgency
#BMGDRIVE: რა ადგილი უჭირავს ქართულ ღვინოს გლობალურ ბაზარზე?...
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ,,ექს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საერთაშორისო გამოფენა სეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალაქ ნიუ იორკში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორი...
ტელეკომპანია თანამგზავრი
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოფენა სახელწოდებით, „მოითხ...
Music Box
ღვინის საერთაშორისო გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster