გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...
კითხულობს: იოანე ქართველი
თეთრი ყვავი
მე რაღაც ახალ შეგრძნებას ვეძებ,
მოდის ტკივილი და მოდის გლოვა.
მე დაგაკვდები ჩვილივით მკერდზე,
დედი, როდესაც სიკვდილი მოვა.
მე ვიყურები და როგორც ქრისტე,
თავისუფლებას მოვიტან მზიანს.
მთვარე საფლავში ჩავიდა ისევ,
თეთრი ყვავები ფანჯრებზე ზიან.
დამეცა გულზე ცისფერი წვეთი,
ქარმა გრძნობები ისევ არია.
ამ პლანეტაზე ძვირფასო ერთი,
მხოლოდ გაფრენა თუ მიხარია.
დაუთოვია ფიქრის კალთებზე
დაუთოვია ნაზი მირტები.
რადგან არავინ აღარ დამეძებს
და არც არავის აღარ ვჭირდები.
ვაი, რომ ახლა ვერა და ვერ ვთმობ
გაგებას ჩემსას კვლავ ორაზროვანს.
მე განსაცდელი მომეცი ღმერთო
და კუბო მიწას არ მოაზომო!
\" გერქვას პოეტი -
ეს ნიშნავს სიკვდილს
უყვარდე, იყო ცოცხალი გლოვა. \"
ამიტომ დედი მე აღარ მიკვირს
აქამდე ჯერაც ცოცხალი რომ ვარ.
საკუთარ თავთან ჯობია ომში,
კაცი გერქვას და არა მგოსანი.
იყო პოეტი ეს ნიშნავს თოვლში
იპოვნო თეთრი კრიალოსანი.
სრულდება ჩემი ცხოვრების დრამა
ყრუ გარინდებით ვეძებ მესიას
და მკერდით შენი სიწმინდე დამაქს
როგორც უფალი და ეკლესია!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2014 წ.
https://www.facebook.com/profile.php?...
კითხულობს: იოანე ქართველი
თეთრი ყვავი
მე რაღაც ახალ შეგრძნებას ვეძებ,
მოდის ტკივილი და მოდის გლოვა.
მე დაგაკვდები ჩვილივით მკერდზე,
დედი, როდესაც სიკვდილი მოვა.
მე ვიყურები და როგორც ქრისტე,
თავისუფლებას მოვიტან მზიანს.
მთვარე საფლავში ჩავიდა ისევ,
თეთრი ყვავები ფანჯრებზე ზიან.
დამეცა გულზე ცისფერი წვეთი,
ქარმა გრძნობები ისევ არია.
ამ პლანეტაზე ძვირფასო ერთი,
მხოლოდ გაფრენა თუ მიხარია.
დაუთოვია ფიქრის კალთებზე
დაუთოვია ნაზი მირტები.
რადგან არავინ აღარ დამეძებს
და არც არავის აღარ ვჭირდები.
ვაი, რომ ახლა ვერა და ვერ ვთმობ
გაგებას ჩემსას კვლავ ორაზროვანს.
მე განსაცდელი მომეცი ღმერთო
და კუბო მიწას არ მოაზომო!
\" გერქვას პოეტი -
ეს ნიშნავს სიკვდილს
უყვარდე, იყო ცოცხალი გლოვა. \"
ამიტომ დედი მე აღარ მიკვირს
აქამდე ჯერაც ცოცხალი რომ ვარ.
საკუთარ თავთან ჯობია ომში,
კაცი გერქვას და არა მგოსანი.
იყო პოეტი ეს ნიშნავს თოვლში
იპოვნო თეთრი კრიალოსანი.
სრულდება ჩემი ცხოვრების დრამა
ყრუ გარინდებით ვეძებ მესიას
და მკერდით შენი სიწმინდე დამაქს
როგორც უფალი და ეკლესია!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2014 წ.