პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
გამოიწერეთ არხი :) https://www.facebook.com/profile.php?... სიცოცხლეები სუნთქვა მკაფიო, მთვრალი ღამე, ვნება, შეიკი, სუნი ჟასმინის, მკვეთრი რიტმი, ჩაი ლიმონით, შენ ეს ცხოვრება ქალბატონო ისე გიმონებს, არ გაგაჩნია უკვე ვხვდები გზები შენ იქით... სილურჯეებში, თეთრ ყვავებში, სითავხედეში, სიცოცხლეები სისხლებია, დედაჩემია! ნუ გამოკეტავ ადამიანს ხორცის კედელში, დამპალი შანსი და ისედაც დღე დაგრჩენია! ჰო, ეს სამყარო ისეთია როგორსაც ხედავ და შენზე არის ერთადერთი, თუ როგორ გაძლებ. სიკვდილზე დიდი - სისხლებია! ეს არის დედა! სიცოცხლეები სისხლებია და ზომას გვაძლევს! აღარ გამშვიდებს სილაჟვარდე, ბაღი მზიანი, არ გითხოვია.. ღმერთმა ისე გაჩინა, გზიდა. შენი ლექსებიც, ლოცვებივით გაღიზიანებს, ჰო, როგორც სულის აყროლება მომაკვდავ მდიდარს. თუ არ დავარდი, ვერ ადგები, ძენძე გზებზე მზე, უნდა მკა ვარდი, ქალბატონო, უნდა მკა ია. შენ გამწყრალი ხარ სამყაროზე, ღმერთზეც, ლექსებზეც, მაგრამ სიცოცხლე დამიჯერე ბევრად კაია! წინასწარ უნდა შეეჩვიო, შეასკდე, რომ კლდეს, სიკვდილს - სიცოცხლის საოცარი სურნელი უდის. რომ დაიბადო, ამისათვის ჯერ უნდა მოკვდე, ვერ დაიწყები ქალბატონო, თუ არ დასრულდი. სიცოცხლეები სისხლებია, სრულად დებოში, სიცოცხლეები სისხლებია, ოღონდ სრულიად. სადაც არა სწამთ, იქ წავიდეთ, ულანდებოში, საითაც ღმერთი არც თუ ისე კომფორტულია... არარაობა მასში მალო, რომ არ დაგჭირდეს, სანამ სიკვდილი სიცოცხლეზე ჯერაც ვამპირობს. გთხოვ, აშრიალო - სისხლი თავად სანამ დაგჭრიდეს! რომ არ ადიდდეს, უშუალოდ და უნაპიროდ. ვულგარულობა ამ სიტყვებში უნდა შემეტყოს, თავისუფლების მზე ადუღდეს ძვლებში მამონტის, მაგრამ გწამდეს და მთავარია მუდამ : Memento, რომ ყველაფერი სამომავლოდ მაინც გამოდის! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
Michael's Blog 13-ის სხვა ვიდეოები
03:04
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არ...
02:30
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ბედის სიმძაფრე
02:55
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - თუკი ამქვეყნად სიყვარუ...
03:34
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
02:36
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნე...
01:45
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი
04:11
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშ...
03:30
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე
მსგავსი ვიდეოები
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არსებობა
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნელი
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშნავს
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - Carpe Diem!
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - მე ვარ სულ ოდნავ გასა...
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - აღაპე
Michael's Blog 13