პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე
გამოიწერეთ არხი :) https://www.facebook.com/profile.php?... სიპატარავე გავიგე, ღმერთო, ახლა მე_ ჩვენ ვარ! დაყოფას აზრიც არ აქვს... მე , შენ, ის; სული იმდენად დიდი მეჩვენა, სიპატარავე აღარ შემშვენის! "რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს"... აღვემატები ყველა სვასტიკას; ღმერთო როგორღაც ჩემამდე მოდი და გამისწორდი მერე სასტიკად. ჩემი გონება მაძლევს ბრმა იმედს, სულმა სხეული უნდა გაკვეთოს. თუ გინდა შექმნა, მართლაც, რაიმე, მხოლოდ სიკეთით უნდა აკეთო... მეხსიერებას ჯერ კიდევ ახსოვს, უდაბნო თვალში ნაქსოვი ლურჯად. ფიქრს მისტიურად მოედო ხავსი და შესანახად არ ეყო უჯრა. თვითირონიამ დიდხანს მაგროვა, უძლებდა ტკივილს: სკამიც, კამოდიც... დღეს, მეამბოხე ბავშვის საგლოვად, ქორფა სხეულზე ხავსი ამოდის. ვიცი, დამფარავს ტკივილის ბლონდი და კიდევ მრავალ ტკივილს ავიტან. გთხოვ, სუიციდურ ქუჩებით მოდი ბავშვობის სახლის სახურავიდან. წვიმები ცვლიან ეზოს, სცენარებს, " როგორ ადაბლებს თოვლი სახურავს " ამ გიჟურ ამინდს ცრემლთა ცვენა რევს და ძველი სახლიც დგას უსახურად. ყინვებმა ქარში შარჟი აყარეს, სულის დუმილი; ქვიშა და კონცხი... ვგრძნობ, ისე როგორც უცნობ საყვარელს - წვიმას, რომელიც ყინვასღა ჰკოცნის. მე ჩაგიხუტებ, თუ მოხვალ, მოხვალ... ტრფიალით მოსულ ხავსიან ნაღველს. რა ვქნა, რომ მიყვარს ტალახში ხოხვა... ბორგვა, რომ უყვარს ჩემს გვარს და სახელს. გავიგე, ღმერთო, ახლა მე_ ჩვენ ვარ! ცრემლი გახეთქავს კრძალვის ქვაფენილს. წვიმამ წაიღო თითქოს შეჩვევა და აღარ დარჩა აღარაფერი. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
Michael's Blog 13-ის სხვა ვიდეოები
03:04
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არ...
02:30
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ბედის სიმძაფრე
02:55
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - თუკი ამქვეყნად სიყვარუ...
03:34
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
02:36
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნე...
01:45
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი
04:11
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშ...
მსგავსი ვიდეოები
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არსებობა
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნელი
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშნავს
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - Carpe Diem!
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - მე ვარ სულ ოდნავ გასა...
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - აღაპე
Michael's Blog 13