მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - პეპლის ეფექტი
გამოიწერეთ არხი :) https://www.facebook.com/profile.php?... კითხულობს: ბადრი ფილიშვილი პეპლის ეფექტი ვდგავართ რელსებზე მე და აპრილი, ღამე თრილერს ჰგავს ისე ხმაურობს. თუ ბედისწერის შეცვლას აპირებ ნუღარ დატოვებ უსათაუროდ. ხეებს რომლებიც ქარში გაშიშვლდნენ გავყვები ჩუმად ღამის ხმაურში. ამ ფოთოლცვენის ღრმა პანაშვიდებს გამიჯნურებულ გულს გადავუშლი. მივდივარ მაგრამ გზები მებნევა, მხდალების სულში ვხედავ ქრისტეებს. ვაშლის ჩირებით დგანან ბებრები, მზერით ავაზაკ წყვდიადს მისდევენ. რაღაც სხვა მინდა და ეს გადამრევს, ვუსმენ გოიას, საფოს, ეზოპეს. დიდება თალესს, ნიცშეს, გადარელს, მათ ხომ სიგიჟე დაიმეზობლეს! მე თვალს ვადევნებ სულთა ბენეფისს ეს ჩემი ლექსიც დროის ობია. მინდა სიგიჟე ლურჯა ცხენების და ყველა ტანჯვა რაც უცნობია. მგონი სულს ვღაფავ, როგორც სამყარო, დროის ძაფებით სიკვდილს ვეკავე. მოფრინდებიან თეთრი ყვავები და სულსაც ერთ დროს ამოკენკავენ. ვდგავართ რელსებზე მე და აპრილი და ზეცამ შეკრა ლურჯი ირაო. თუ ბედისწერის შეცვლას აპირებ ჯერ მიწა უნდა ააყირაო! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2014 წ.
Michael's Blog 13-ის სხვა ვიდეოები
03:04
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არ...
02:30
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ბედის სიმძაფრე
02:55
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - თუკი ამქვეყნად სიყვარუ...
03:34
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
02:36
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნე...
01:45
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი
04:11
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშ...
03:30
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
paata studia
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ბედის სიმძაფრე
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - თუკი ამქვეყნად სიყვარულს ეძებ
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ხელოვნების ინტიმი
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ღმერთებსაც უჭირთ
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - დროის გატაცება
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ეკსკურსია ცისკენ
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - მყუდრო საძოვარი
Michael's Blog 13