მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ოთარ ჭილაძეს!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ოთარ ჭილაძეს! https://www.facebook.com/profile.php?... ოთარ ჭილაძეს ცაში აშვებულს ვხედავ გავაზებს, დაცარიელდა მიწა ოთარი. წვიმაში გრძნობებს შემოგვთავაზებს ყელი გამშრალი და ნალოთარი. როდესაც ჩემში იღვიძებს მირზა, ცაზე მზე არის არც ისე თბილი და როგორც ტყვია ამცდარი მიზანს ისე, უბრალოდ, ვნატრულობ თბილისს და სულერთია, ვიძენ თუ ვკარგავ " ქარმა ფანჯარას ტოტი მოარტყა. " შეღამებისას მოვკვდები ალბათ თეთრ ყვავებს მერე სულს გამოვატან და სულერთია, ვკარგავ თუ ვიძენ ჰო, სულერთია ჭერიც, და ფუძეც. განსაზღვრულია ღამეთა სიგრძე, და ვინც კი შეძლო გარბის ან უძლებს. რა მოხდა მერე, ვწვები თუ ვდგები, რაც სანახავი არ იყო ვნახე და სულერთია განვლილი წლებით შემეცვალა თუ მეცვლება სახე. ჰო, სულერთია, ვზოგავ თუ ვხარჯავ, ვუყურებ ლექსში უსაზღვრო ნისლებს. " მიჭირავს ხელში პლანეტის მაჯა. " და მეშინია ასე თუ ისე.... რომ ჩემზე მეტ ხანს გაუძლებს თიხა, გავყვები ბილიკს " არა " და " ჰო " თი. შეშლილი სიღრმით შენ სადღაც ზიხარ, მიტოვებული წვიმებით ლოთი. უკვდავყოფ ისევ სუყველას ასლში, დენთი და მიწა იწყებენ შიშინს, რომ ხელმეორედ დაკარგონ ბავშვში პირველყოფილი პოეტის შიში. არ დავუტოვებ ჩემს მოჭრილ სასოს მისტიურ გზაზე, წამყოლს და მიმყოლს. მე მხოლოდ თიხის სიმყარე მახსოვს და იგივეა, რაც ადრე იყო. ბედნიერებავ, დაგეძებ, ძინძინ! ბედნიერებავ, წახვედი რა შორს. თუ პოეტი ხარ, სიცოცხლე გიმძიმს, აუმღვრეველი წყვდიადის საშო. მე მიტოვებულ წვიმებს მივტირი, დავკარგო უნდა ბავშვის ხალისი, რომ გაფრენილი ხიდან ჩიტივით ვიყო პოეტი და საკმარისი! წავიდეთ ოთარ..... მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2017 წ.
Michael's Blog 13-ის სხვა ვიდეოები
03:04
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არ...
02:30
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ბედის სიმძაფრე
02:55
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - თუკი ამქვეყნად სიყვარუ...
03:34
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
02:36
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნე...
01:45
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი
04:11
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშ...
03:30
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
paata studia
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ბედის სიმძაფრე
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - თუკი ამქვეყნად სიყვარულს ეძებ
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ხელოვნების ინტიმი
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ღმერთებსაც უჭირთ
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - დროის გატაცება
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ეკსკურსია ცისკენ
Michael's Blog 13
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - მყუდრო საძოვარი
Michael's Blog 13