პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

06.07.2022 01:28

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადმოტანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 ივლისს, ქ. მარნეულში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.დ.-მ წარსულში არსებული შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.   გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის ივნისში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შემოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.  სამართალდამცველებმა ფ.დ. 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა), 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის, წესის დარღვევით გადმოტანა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადნილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
00:50

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადნილი განზრახ მკვლე...

საქართველოს პროკურატურა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
01:57

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
01:04

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პ...

საქართველოს პროკურატურა

დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
02:26

დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე,...

საქართველოს პროკურატურა

ბრიფინგი პროკურატურაში
01:20

ბრიფინგი პროკურატურაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
03:05

ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
01:07

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებ...

საქართველოს პროკურატურა

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
01:14

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო