დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა მომხდარის შესახებ უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინათ. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება. გორის რაიონულმა სასამართლომ, ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება. https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე ოთხ პ...
საქართველოს პროკურატურა
გორში მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო ლიდერები ხაშოგის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფ...
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Zurab Sotkilava (Tenor) - Opera Arias [1979] (Vinyl Rip)
Lasha Gabunia