ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

21.08.2021 01:51

ქაბულიდან ევაკუირებული საქართველოს 16 მოქალაქე დიდ ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ისინი დუბაიდან ლონდონში გამთენიისას ჩაფრინდნენ. სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფო ქაცარავას ინფორმაციით, ყველა მათგანი თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს. ამასთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სამშობლოში მათი დროულად დაბრუნებისთვის. ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქის ევაკუაცია გუშინ განხორციელდა. ისინი ჯავშან-ტრანსპორტიორებით ჯერ ქაბულის აეროპორტში ნატოს ბაზაზე მიიყვანეს, საიდანაც დიდი ბრიტანეთის ბორტით დუბაიში გადაფრინდნენ. იყო მოლოდინი, რომ ქართველების სამშობლოში ტრანსპორტირება დუბაიდანვე მოხდებოდა, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო მათ ლონდონში ჩასვლა მოუწიათ, სწორედ იქიდან გამოემგზავრებიან საქართველოში. დღეს გამთენიისას კი თბილისში დაბრუნდა საქართველოს ის ორი მოქალაქე, რომელებიც ბრიტანული კომპანიისთვის ავღანეთში მუშაობდა. თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ, საერთო ჯამში საქართველოს 24 მოქალაქე აღმოჩნდა ცხელ წერტილში. ამჟამად ყველა მათგანი გამოყვანილია და უსაფრთხოდ არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
01:59

ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართველები ქაბულიდან დაბრუნდნენ
01:25

ქართველები ქაბულიდან დაბრუნდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართველები ქაბულიდან დაბრუნდნენ
01:43

ქართველები ქაბულიდან დაბრუნდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
01:26

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
00:53

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

თავდაცვის სამინისტრო

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
00:56

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

Ajara TV

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
01:34

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნე...

თავდაცვის სამინისტრო

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ
01:56

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო