ქართველები ქაბულიდან დაბრუნდნენ


ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.

ჩვენი მოქალაქეები ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მოხერხდა.

ავღანეთიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით 18 აგვისტოს დაბრუნდა, კიდევ ორი მოქალაქე კი გუშინ გამთენიისას ჩამოვიდა. საგარეო უწყების ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს არცერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან