გერმანიის ეროვნული ლიტერატურული პრემია თამთა მელაშვილმა და ნათია მიქელაძე - ბახსოლიანმა აიღეს.
ავტორები მცირე რომანისთვის \"გათვლა\" პირველ ადგილზე გავიდნენ კონკურსში ნომინაციით \"წლის საუკეთესო საყმაწვილო ლიტერატურა\".
ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი ამავე რომანისთვის \" გათვლა\" დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით საბა - ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისათვის (თამთა მელაშვილის \"გათვლა\" (გერმანული თარგმანი)). წიგნი ქართულიდან გერმანულად ითარგმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითვე გამოიცა შვეიცარიაში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ავსტრიის დედაქალაქ, ვენიდან ულოცავს ასეთ დიდ წარმატებას და გამარჯვებას თამთა მელაშვილსა და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს: „პირველ რიგში თემა, რომელსაც ეხება ავტორი წიგნში ომგამოვლელი ბავშვებზე ეს, ჩემთვის ძალიან ახლობელი და მტკივნეულია... როგორც კი წავიკითხე რომანი, ჯერ კიდევ საბას დაჯილდოვბამდე, მივხვდი, რომ ნაწარმოებს დიდი წარმატება ელოდა... დავუკავშირდი თამთას მივულოცე და ყველაფერი გავაკეთეთ მისი მხარდაჭერისათვის. ბავშვივით მიხარია, რომ გერმანია ამ წიგნში მოთხრობილი ისტორიით დაინტერესდა და გულთან ახლოს მიიტანა. ეს ავტორის ძალიან გულწრფელი ნაწერია, ძალიან ემოციური რომანი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ფრანკფურტში მიღწეულმა გამარჯვებამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანის საუცხოო თარგმანში.
ვულოცავ თამთა მელაშვილს და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს გერმანიის ეროვნული ლიტერატურული პრემიის მოპოვებას და მჯერა, რომ მათ ძალიან დიდი მომავალი აქვთ.\" - გურამ ოდიშარია.
http://www.culture.gov.ge
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045