ომის 130-ე დღე უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ქალაქში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება, თუმცა ვითარება უკიდურესად მძიმეა. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკზე, რის შედეგადაც დაღუპულია სულ მცირე 6 და დაშავებულია 15 ადამიანი. ადგილზე სახანძრო სამსახურებია მობილიზებული, რომლებიც დარტყმის შედეგად გამოწვეულ 15-მდე ხანძრის კერას ებრძვიან. დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. შედეგად დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. დაღუპულია 4 და დაშავებულია 3 დამიანი. რუსული მხარის ცნობით, სარაკეტო დარტყმები უკრაინელებმა განახორციელეს, უკრაინაში კი აცხადებენ, რომ ქალაქში რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა. პარალელურად, რუსების მიერ აქტიურად იბომბება უკრაინის სხვადასხვა რაიონები, მათ შორის ხარკოვის, სუმის, მიკოლაევის და ხერსონის ოლქები. უკრაინული მხარის განცხადებით, მელიტოპოლში რუსების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 10 ოლქი დაზარალდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 130-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - ომის 375-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 33. ხუთი მითი საქართველოს პირველ რეს...
Bitter Podcast
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
11 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია საგარეო უწყებას მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster