საქართველო ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს.
2008 წლის აგვისტოს ომიდან, 11 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მასშტაბით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა შენობებზე.
ქართული სოფლების მიმართულებით, სროლები ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში დაიწყო, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს გვიან ღამით, საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში, რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად, უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის ნავსადგური, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.
აგვისტოს ომის შედეგებია: დაღუპული 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 169 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინიტრის 14 თანამშრომელი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 ათასი, დღესაც დევნილობაში ცხოვრობს, 35 ათასი განადგურებული სახლი, მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი, რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული 5 ხეობა და 125 სოფელი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.