12 წელი აგვისტოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 412 დაღუპული, მათ შორის 169 ჯარისკაცი, 1 747 დაჭრილი, 130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, 35 000 განადგურებული სახლი, მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი, რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი. საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, - ეს აგვისტოს ომის შედეგებია. ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს. სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა. დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
12 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster