ომი უკრაინაში - 130-ე დღე
რუსული აგრესია გრძელდება. სევეროდონეცკის დაკავების შემდეგ, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას ქალაქ ლისიჩანსკისკენ მიმართავენ. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს და გრძელდება საარტილერიო დაბომბვები. რუსები აცხადებენ, რომ ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარეს, თუმცა უკრაინაში რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. პარალელურად, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა რაიონების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვები. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ხარკოვის რაიონი, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის ოლქში. რაკეტა დასასვენებელ კომპლექსთან ახლოს ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. საარტილერიო დანადგარებით დაიბომბა სუმის, მიკოლაევის და ხერსონის ოლქებიც. უკრაინული მხარის განცხადებით, მელიტოპოლში რუსების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის 10 ოლქი დაზარალდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინა შვეიცარიაში დაგეგმილ სპეციალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 144-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებების 59-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
TV IMEDI
#დღისკოდი ომი და კინო - სტუმარი: გიორგი ჯავახიშვილი - კინოს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველებთან ჩხუბიც გვაქვს, მაგრამ ქართველები ჩვენი ძმები არ...
Politforumicom
#დღისკოდი ქართველი ხელოვანების სოლიდარობა - სტუმარი: თიკა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიშნავს თუ არა ზავი მშვიდობას / How Wars End
ნამდვილი ისტორიები თეონა გეგელიასთან ერთად