ომი უკრაინაში - 144-ე დღე
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთი შეტევის ახალი ფაზისთვის ემზადება. მათი ინფორმაციით, ოკუპანტები მთელი ფრონტის გასწვრივ გააქტიურდნენ და უკრაინული მხარის მისამართით ისვრიან. დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსების მთავარი ამოცანა, უახლოეს პერიოდში ქალაქ სლავიანსკის და სლავიანსკ-ბახმუტის ავტომაგსიტრალის დაკავება იქნება. ახლა განსაკუთრებით აქტიურად ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონები იბომბება. დონეცკის ოლქში რუსეთის საარტილერიო დაბომბვებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დილით აფეთქებების ხმები ისმოდა მიკოლაევშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. გასულ დღეს 140-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. იბომბება ქალაქი ხარკოვი და ხარკოვის ოლქიც. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 17 ათასი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ვერცერთ რაკეტა ვერ შეძლებს უკრაინელების ერთობის გატეხას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 144-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დედაჩემი და სრულმასშტაბიანი შეჭრა" - პიესა ვაშინგტონის თეა...
ამერიკის ხმა
საქველმოქმედო ტურნირი უკრაინის დასახმარებლად და სხვა სიახლეე...
W1se Kingdom
რუსული ბლიცკრიგი ჩაიშალა / VOL 2.0
VOL 2.0
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI