ომი უკრაინაში - 144-ე დღე


უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთი შეტევის ახალი ფაზისთვის ემზადება. მათი ინფორმაციით, ოკუპანტები მთელი ფრონტის გასწვრივ გააქტიურდნენ და უკრაინული მხარის მისამართით ისვრიან. დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსების მთავარი ამოცანა, უახლოეს პერიოდში ქალაქ სლავიანსკის და სლავიანსკ-ბახმუტის ავტომაგისტრალის დაკავება იქნება. ახლა განსაკუთრებით აქტიურად ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონები იბომბება. გასულ ღამეს რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. უკრაინულ მხარის ცნობით, განადგურებულია 49 სამოქალაქო ობიექტი. დაბომბვების შედეგად დაღუპულია 3 და დაშავებულია 12 ადამიანი. დილით აფეთქებების ხმები ისმოდა მიკოლაევშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. გასულ დღეს 140-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქიც. ავიაიერიში გრძელდება ხარკოვზეც.  უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 17 ათასი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 353 ბავშვი ემსხვერპლა, 662 კი დაშავდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან