ომი უკრაინაში - 170-ე დღე
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია შეტევას ცდილობდა ქალაქ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა, შედეგს ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ბრძოლა გრძელდება დასახლებულ პუნქტ პესკისთან და ასევე კოდემასთან. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აღიარებენ, რომ მტერს გარკვეული წინსვლა ჰქონდა გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ავდეევკის მახლობლად. ხარკოვის ოლქში კი რუსეთი კვლავ იყენებს რეაქტიულ არტილერიას. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უშუალოდ ქალაქ ხარკოვზეც. რუსეთის არმია ცეცხლს ხსნიდა ქალაქ სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ გუშინდელი ღამე რთული იყო ხერსონშიც, სადაც ისმოდა აფეთქებების ხმა. ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ქალაქში ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 75-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 165-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 160-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუბაზ სანიკიძე და საქართველოს ნეიტრალიტეტი /#სამნი \u0026 Co...
„ომი ყველაზე დიდი ცოდვაა“ - მეუფე თეოდორემ უკრაინაში მშვიდობ...
მეცხრე არხი ახალციხე
პუტინის უკრაინაში შეჭრა მთელი მსოფლიოსთვის გრძელვადიანი გამო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ახალი რეალობის წინაშე დავდექით, ლანგარით მოგვართვეს გადაწყვე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia