ომი უკრაინაში - 170-ე დღე


უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია შეტევას ცდილობდა ქალაქ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა, შედეგს ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ბრძოლა გრძელდება დასახლებულ პუნქტ პესკისთან და ასევე კოდემასთან. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აღიარებენ, რომ მტერს გარკვეული წინსვლა ჰქონდა გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ავდეევკის მახლობლად. ხარკოვის ოლქში კი რუსეთი კვლავ იყენებს რეაქტიულ არტილერიას.  სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უშუალოდ ქალაქ ხარკოვზეც. რუსეთის არმია ცეცხლს ხსნიდა ქალაქ სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ გუშინდელი ღამე რთული იყო ხერსონშიც, სადაც ისმოდა აფეთქებების ხმა. ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ქალაქში ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან