ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა
ქორთიართ მერიოტში ანტიდისკრიმინაციული კანონის პრეზენტაცია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის შედგა. კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. განხილვას თავად მინისტრიც ესწრებოდა. სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები, ამჟამად საქართველოს კანონმდებლობაში ნორმატიულ და თემატურ აქტებშია გაბნეული. აღნიშნული ინიციატივა კი მათ ერთად შეკვრას ითვალისწინებს. განხილვას ის ადამიანებიც ესწრებოდნენ, რომლებზეც აღნიშნული ცვლილებები უშუალოდ ვრცელდება. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრიც. ელენე რუსეცკის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, უმცირესობათა მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს, არნოლდ სტეფანიანი კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის შედგენაში არასამთავრობო სექტორიც უნდა ჩართულიყო. ანტიდისკრიმინაციული კანონი ე.წ. თანასწორობის ინსპექტორის ცნებასაც აწესებს. მისი ფუნქცია კონკრეტული განცხადებებისა და მიმართვის შესწავლა, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება და ვითარების მონიტორინგია. კანონპროექტის მიხედვით, თანასწორობის ინსპექტორს, საკანონმდებლო ორგანო აირჩევს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე მიმდ...
Ajara TV
ლგბტ ზონდერებზე, რომლებიც სკოლებში დარბიან და ჩვენს შვილებს...
David Lortkipanidze
გთხოვთ გაავრცელოთ - 11 თებერვალს პარლამენტში ტერმინების "სექ...
𝐑𝐚𝐭𝐢 𝐊𝐚𝐯𝐞𝐥𝐚𝐬𝐡𝐯𝐢𝐥𝐢 | ᲠᲐᲢᲘ ᲧᲐᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘ
ნინო გოგუაძის გამოსვლა პარლამენტში 17 04 2014
netgazeti ge
თამარ კორძაია -- ეს არის ძალადობა პარლამენტზე
Mtisambebi / მთის ამბები
პარაკლისი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ
netgazeti ge
პროტესტი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ
netgazeti ge
ანათემით მუქარა და საპროტესტო პარაკლისი თბილისში მღვდლების ა...
netgazeti ge