მეოცე უბნის თავმჯდომარე: გაძევებული დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს

27.11.2018 01:21

ზუგდიდის მეოცე უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" დამკვირვებელი ანა შონია გააძევეს. უბნის თავმდომარის სალომე წულაიას ინფორმაციით, შონია კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა. ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა დამკვირვებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, წულაიამ ვერ გვიპასუხა. “კომისიის წევრებმა მითხრეს ხელს გვიშლისო. რაღაცეებს ეჩურჩულებოდა მათ და ცდილობდა პროცესების პროვოცირებას”, -თქვა თავმჯდომარემ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: