31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყველაზე პრობლემური საარჩევნო უბნების პასუხისმგებელი პირების გამოკითხვა დაასრულა. კომისიის წევრები დილიდან მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის სამ რეგისტრატორს, მდივანს და უბნის კომისიის თავმჯდომარეს უსმენდნენ, რის შემდეგაც კითხვებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა.
ცესკო-ს მონაცემებით, მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე ყველაზე დიდი დისბალანსი დაფიქსირდა. რატომ იყო ამ უბანზე 83 ბიულეტენით ნაკლები - ამ კითხვაზე უბნის კომისიის წევრებს პასუხი არ აქვთ. ერთ-ერთ რეგისტრატორს კი შემაჯამებელ ოქმზე ხელი მოწერილი არ აქვს და არ იცის, არჩევნების დღეს რეგისტრატორი იყო თუ დამკვირვებელი.
დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს აგრძელებს. დღის მეორე ნახევარში ოთხი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მოსმენა იგეგმება. ორშაბათს კი პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეს და პროკურატურის წარმომადგენელს ელოდებიან. გამოკითხვების დასრულების შემდეგ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნის მომზადებას დაიწყებს. დოკუმენტს დეპუტატები ივლისში, რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან. გაყალბდა თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ვადა 17 ივლისამდე აქვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.