● სად წავიდა ჩემი გული

03.09.2013 00:43

ჩემი ღვიძლი არ გინახავთ? ვის ვკითხო, სად გავიგო? კოლბაში ხომ არ ინახავთ? - არა, სპირტმა წაიღო! არ გინახავთ ჩემი ჭკუა? ვისთან დაიბინადრა? ჟანგმა ხომარ შეიტყუა? არა, ცაში ფრინავდა! ვინ აიღო ჩემი თვალი? არ არის სათამაშო! გამეხუმრა, ალბათ, რძალი... - არა , ცრემლმა დააშრო! სად წავიდა ჩემი გული? ბოიკოტი გამართა? თუ სხვა ნახა საბარგული? - არა, ქალმა წამართვა! ნიკო გომელაური    • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭

გაზიარება: