მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი ლალი ანთია ე.წ. „მილების საქმეს“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას უკავშირებს. ამი შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის მილებთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ გაამართლა, თუმცა აღნიშნულ საკითხს საზოგადოებას მაინც მას უკავშირებს.
„მე ისევ და ისევ ვარ ტერორის ქვეშ. საზოგადოება ისევ ჩემზე საუბრობს, როდესაც მე უზენაესმა სასამართლომ გამამართლა. ეს მოხდა სრულიად მოულოდნელად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე იყო ზეწოლა პროკურატურისა და ხელისუფლების მხრიდან. მე ვუთხარი ედიშერ თოლორაიას, რომ სააგენტოები თუ ისევ გააგრძელებენ ჩემზე წერას და რაღაც სურათების დადებას, მე ამ განცხადებას გავაკეთებმეთქი. თოლორაიას მივეცი ერთი კვირა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი. რადგან მან ხმა არ გამცა, გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს განცხადება. ედიშერ თოლორაია არის თავში და ბოლოში ამ მილებთან დაკავშირებით. მე არ მინდოდა მისთვის რეპუტაცია შემელახა, მაგრამ რადგან მე ასეთ მორალურ ტერორში ვიმყოფები და ყოველდღე ქურდს მეძახიან. უკვე არ დავთმობ პოზიციას, მე ყველა დეტალი შესწავლილი და გამოძიებული მაქვს“ , - ამბობს ანთია.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/