შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე


8 ოქტომბერს, ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ გაიმართა.

ღონისძიებას მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა საქართველოს ყველა კუთხე და ეთნიკური მრავალფეროვნება ერთ სივრცეში წარმოადგინეს.
შესრულდა ქართული-ხალხური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცეები, ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. 2017 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით კი, ტრადიციულად, ყოველი წლის 8 ოქტომბერს საზეიმოდ აღინიშნება.
#ქვემოქართლი2018
#თეთრიწყარო2018
#გარისობა2018
#გუბერნატორი2018
#შოთარეხვიაშვილი2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან