ბათლომე შელია: დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ააიპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტები არიან
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროზე სიმბოლურად ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ასევე აქ არიან სხვადასხვა ააიპ-ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ შენობაში მუშაობენ და აქციის მონაწილეებს მასში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მომხრეები მათ მუშაობაში უშლიან ხელს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბათლომე შელია, აცხადებს, რომ „ყველა ააიპ-ებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან დასაქმებული. "ეს დღე ამის ნათელი მაგალითია და ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. ააიპ-ების თანამშრომლები პოლიციელებთან ერთად არ გვიშვებენ შენობაში, არადა ისინი ახლა სამსახურეობრივ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ", - თქვა შელიამ. აქციის მონაწილე ერთ - ერთმა ახლაგაზრდამ აღნიშნა, რომ მათ დღეს აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. „გავრილოვი რომ მოვიდეს, იმას შეუშვებენ. ჩვენ კი ქართველ ახალგაზრდებს,პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მოგვცეს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი", - თქვა მან. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები მაჟორიტარის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას და ბიუროს კარებზე სიმბოლურად, ბოქლომის დადებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი თოდუა: დავაზუსტებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებ რა შავ...
Radio Atinati
სოლიდარობა თამთას - ზუგდიდში სექსუალური ძალადობის სავარაუდო...
Radio Atinati
არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უა...
Radio Atinati
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყდება
Radio Atinati
პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰ...
Radio Atinati
გარე-ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფო...
Radio Atinati
"ენმ": მერიის ტრანსპორტის სამსახურმა საკრებულოს წევრები შეცდ...
Radio Atinati
ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე 84 მილიონი ლარი დაი...
Radio Atinati