27 სექტემბერი - უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში
1993 წლის 27 სექტემბრის უთანასწორი ბრძოლით აფხაზეთში 13-თვიანი და 13-დღიანი ომი დასრულდა. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს აწამეს ან დახვრიტეს ყველა, ვინც ცეცხლში გახვეული ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო. ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავრობის წევრებიც, რომლებმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვეს. გადამწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს სეპარატისტების მიერ დარღვეული შეთანხმება უძღოდა. რუსეთის შუამავლობით ორი თვით ადრე ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სოხუმის დაცემამდე 11 დღით ადრე სეპარატისტულმა ძალებმა დაარღვიეს და ქალაქზე ყველა მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამ დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეთანხმების პირობების მიხედვით ქალაქიდან ტექნიკა და შეიარაღება გაყვანილი ჰყავდა. ომმა, რომელშიც აფხაზ სეპარატისტებს ზურგს რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები უმაგრებდნენ, ქართულ მხარეს იმსხვერპლა 10 000-მდე სიცოცხლე და დევნილად აქცია 300 000-მდე ადამიანი. სოხუმის დაცემის შემდეგ სეპარატისტებმა აფხაზეთზე კონტროლი თითქმის მთლიანად დაამყარეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი...
ეროვნული ფორუმი
29 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 12 | სოხუმის დაცემის დღე | 27.09
GeoArchive
პოლიტიკურმა პარტიებმა ენგურის ხიდზე სოხუმის დაცემის დღე გაიხ...
Radio Atinati
აფხაზეთში დაღუპულთა სულებს პატივი დევნილთა მინისტრმა და თბილ...
Radio Atinati
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ბაქრაძე ენგურის ხიდზე
Radio Atinati