სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა
ათასობით მსხვერპლი და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული 300 000-მდე ადამიანი - სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს 13-თვიანი და 13-დღიანი საომარი მოქმედებები ქვეყნისთვის უმძიმესი სურათით დასრულდა. რუსეთის და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემდეგ ქალაქ სოხუმზე ყველა მხრიდან ფართომასშტაბიანი იერიში დაიწყო, გადამწყვეტი ბრძოლები 11 დღეს გრძელდებოდა. შეტაკებები უთანასწორო იყო. შეთანხმების მიხედვით, ქართულ სამთავრობო ძალებს შეიარაღების დიდი ნაწილი ამ დროს სოხუმიდან უკვე გაყვანილი ჰყავდათ. შტურმი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე, შენობის წინ დახვრეტილი თავმჯდომარე, სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს წევრები - ასეთი იყო 28 წლის წინანდელი 27 სექტემბერი, ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ამ მძიმე თარიღიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღემდე ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევად რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#ახალიკვირა 28 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუშინ სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. როგორი იყო განვლილი...
Euronews Georgia
,,ჩემი სახლი მიწასთან არის გასწორებული"-სოხუმის დაცემიდან 28...
ტელეკომპანია ბორჯომი
28 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
28 წელი სოხუმის დაცემიდან - სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
28 წელი სოხუმის დაცემიდან გორში მემორიალი გვირგვინით შეამკ...
TV მონიტორინგი
28 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
28 წელი სოხუმის დაცემიდან - მოვლენათა ქრონოლოგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster