შეხვედრა თურქეთის მინისტრთან

07/18/2012
armada ge-ის მიერ

http://armada.ge/?p=23823
შეხვედრა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან
თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები - განსაკუთრებით სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს. 2010 წლიდან ორი ქართველი მეკავშირე ოფიცერი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.