სამხედროების დაჯილდოება

08/11/2012
armada ge-ის მიერ

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და 33-ე ბატალიონის ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედროები  სხვადასხვა სახის სახელმწიფო და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე 592 ჯარისკაცს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის სპეციალური მედალი ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის'' გადაეცათ.

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა კაპიტანი პაატა ნაკანი, ხოლო კაპიტნებს ბორის ჩარქსელიანს, აკაკი ნადირაძესა და ზაზა გორგოძეს  ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენები გადაეცათ. მათ აღნიშნული ჯილდოები ავღანეთის ISAF-ის მისიაში არაერთი წარმატებული ოპერაციის  შესრულებისთვის მიენიჭათ.
http://armada.ge/?p=25409