ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზა
17.08.2012
01:18
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსი" მოინახულა. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს. დიმიტრი შაშკინი მიმდინარე წვრთნებს დაესწრო და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნო. http://armada.ge/?p=25537