სამხედროების დაჯილდოება

20.01.2020 00:46

თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.

სამინისტროს უწყებრივი მედლები, „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს, კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი დევრისაშვილს და კაპრალ-სპეციალისტ გოჩა ნონაშვილს გადაეცათ. ამ სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეები დაღუპვას გადაარჩინეს. ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ და კაპრალმა დევრისაშვილმა არხში ჩავარდნილი ავტომანქანიდან ასაკოვანი მოქალაქე გადმოიყვანეს და ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. კაპრალმა გოჩა ნონაშვილმა კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 მგზავრი ამოიყვანა და პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე აღმოუჩინა.'

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog