0
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელჩ ბერის ექინჯისთან. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს და თურქეთს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკა, მათ შორის მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობათაშორისი ერთობლივი, ეკონომიკური კომისიის მორიგი სესიის ჩატარებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში თბილისში გაიმართება. დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნების პარტნიორობას და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას. დღესვე, თბილისში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, თურქეთის დელეგაციას კი - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი ბერის ექინჯი ხელმძღვანელობდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკის სამინისტრო მონოპოლიას ახალისებს 27 11 17
Stop Corruption
როგორ ნახოთ უფასოდ ვინ გამოგიგზავნათ NGL შეტყობინებები |ნახე...
Solution Exclusive
"ხალხისადმი ასე მიმართვა არ შეიძლება" - ილიას ზუროსის მუშაობ...
ტვ პირველი • TV Pirveli
გაკვეთილი 33
Oleg Dangadze
საახალწლო
merry bendeliani
ინგლისური ენის შესწავლა ასევე
Georgian
როგორ ვცეკვავ მოგწონთ მაშინ ლაიქები მოაყარეთ
გიორგი გელაშვილი
ორგანიზებული და წახალისებული ძალადობა ოპოზიციაზე | ნუგზარ წი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi