„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტსაბჭო


კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ახალმა თავმჯდომარემ „მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი“ შექმნა, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. ბეჟაშვილი ასევე შეასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას პარლამენტში. პარტიის ყრილობას არც ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და არც მისი მომხრეები დასწრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ნაწილი ამბობს, რომ ახლად არჩეულ თავმჯდომარეს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მისი ქმედებები საქმეზე და შედეგზე იქნება ორიენტირებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა პოლიტსაბჭოში არჩევის მიუხედავად პარტიულ თანამდებობზე უარი თქვეს. კრიტიკული განცხადებები სოციალური ქსელით გაავრცელეს ეკა ხერხეულიძემ, აკო მინაშვილმა, ხატია დეკანოიძემ, გიორგი პატარაიამ და გიორგი ონიანმა.            

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან