საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა Wenews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და მას ტრაგედია უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევას აფხაზები ნდობის აღდგენის პროცესის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასებენ. "ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ პროცესში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გამოვთქვამ იმედს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ, რომელიც დღეს მიმდინარეობს. შეიძლება, პოლიტიკურად ჩვენ დიდი შედეგი არა გვაქვს, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობაში გვაქვს გარკვეული პროგრესი. მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ, ნაციონალური მოძრაობის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. გიორგი კვირიკაშვილი თანაპარტიელებს ურჩევს, გაუფრთხილდნენ კოალიციის თითოეულ წევრს, ვისთან ერთადაც „ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება მოიპოვა.... იხილეთ მეტი: Wenews.ge-ზე. ბმული: http://wenews.ge/saqartvelo/303--.html
Wenews. Ge-ის სხვა ვიდეოები
04:36
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ ხურჩაში მომხდარ...
01:34
სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებელთათვის
02:18
თბილისის მეტროში არავის უნახავს ასეთი რამ.... wene...
00:38
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობ...
02:52
რუისში საშინელი სეტყვა მოვიდა ვიდეო კადრები .... w...
01:35
20 წლის გამომგონებლის დახმარებით მსოფლიო ოკეანე ნა...
00:16
პუტინმა ახალი ავტომობილის კარი ვერ გააღო wenews.ge
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ ჩუმყალში ფერმერებს შეხვდა
Irakli Garibashvili
პრემიერ-მინისტრი დარჩელში მეწარმეებს შეხვდა
Radio Atinati
საქართველოს პრემიერ - მინისტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ...
Irakli Garibashvili
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბაშის მუნიც...
Rioni.TV
პრემიერ-მინისტრი სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლას ეწვია
Georgian Government
პრემიერ-მინისტრი სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა
Georgian Government
პრემიერი დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი თუშეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster