დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“


„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მიერ ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცებას საბჭოს წევრები და ნიკა მელიას მხარდამჭერები საჯაროდ დაუპირისპირდნენ. განცხადებები სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ეს რა ვნახეთ - მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და, ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები, - წერს ეკა ხერხეულიძე. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება მარტში ეწურებოდა. მას მიაჩნია, რომ წევრები ელექტრონული მეთოდით უნდა აერჩიათ. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ – არ გრცხვენიათ?! - წერს ეკა ხერხეულიძე.

სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს აკო მინაშვილიც. „მარტივად და პირდაპირ – უარს ვამბობ, ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი. განცხადებას აქვეყნებს ხატია დეკანოიძეც, „პარტიის ამომრჩევლის პატივისცემა არის უპირობო, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას. სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ“.
„ისე ჩაგვხსნეს პარტიის პოლიტიკური საბჭოდან, რომ ერთი სმს-იც კი არ გამოუგზავნიათ, - აცხადებს გიორგი პატარაია. „ესე ქოცებს არ მოუხსნივარ 2012-ში - ამ პოსტს კი აქვეყნებს გიორგი ონიანი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან