დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე ითხოვს, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობისთვის თავადაც იბრძოდა. მისი განცხადებით, ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას. ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს. მუმლაძის თქმით, ამის შემდეგ მასშტაბურ ყრილობაზე დაკომპლექტებული ახალი პოლიტსაბჭო აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ პირებს. ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებიც. როგორც ფრაქციის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. აღნიშნულ მოთხოვნებსა და პრეტენზიებს უპასუხა თინა ბოკუჩავამ. მისი განცხადებით, თემა დახურულია და არ აპირებენ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად, 3 თვეში ერთხელ შიდა არჩევნების ჩატარებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასურველია, რომ არა მარტო პარტია, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV 25
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster