სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

01.04.2023

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - სამართალდამცველებმა 28 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით აიყვანეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძარი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა. რის შემდეგაც ცეცხლი შენობის მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში გუშინ საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისათვის გაჩნდა. ადგილზე 16 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: