„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია
სასტუმრო „ამბასადორში“ ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ახლა პოლიცია სწავლობს, თუმცა ჯერ ისევ უცნობია, რა მოტივით გააჩინა ხანძარი 28 წლის მამაკაცმა, რომელიც უკვე დაკავებულია. სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - სამართალდამცველებმა 28 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით აიყვანეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძარი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა. რის შემდეგაც ცეცხლი შენობის მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში გუშინ საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე 16 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ ერთი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს“
TV IMEDI
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალს წარუდგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
TV IMEDI
ამბასადორში
Tariel Zakalashvili
კონფერენცია შრომის კოდექსზე
Tamara Karelidze