ქიშ ლორენი | შეფი ლევან კობიაშვილი
ფრანგული კერძი ქიშლორენი უკვე ჩვენს არხზე და თქვენს ეკრანებზე. როგორც შეფ ლევანი ამბობს გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და ჩვენთან ერთად აკეთეთ რეცეპტები. #ქიშლორენი #ბეშამელი #ლორი გამოგვყევი: instagram: / facebook: / chef.cave tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave? _______________________ რძე მუსკატის კაკალი ხახვი,ნიორი ბაზილიკი ლორი კარაქი ფქვილი ბეშამელის სოუსი: ხახვი დავჭრათ დიდ ნაჭრებად,1 კბილი ნიორი, ქვაბში ცოტა კარაქი და ზეთი და ხახვი და ნიორი მოვთუშოთ. 30,60,90 ბეშამელის პარამეტრები . 90 გრამი ფქვილი, 1 ლიტრი რძე. ჩავყაროთ მოთუშულ მასაში ფქვილი და მოვხალოთ, დავუმატოთ 1 ლიტრი რძე. კარგად მოვურიოთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. დავამატოთ თეთრი პილპილი, ჩავხეხოთ ცოტაოდენი მუსკატის კაკალი, ვურიოთ ინტენსიურად. სოუსი გადმოვწუროთ და ვაცადოთ გაციება. გაციებულ მასას დავუმატოთ ერთი ცალი კვერცხი . ფხვიერი ცომი : 500 გრამი ფქვილი, 250 გრამი კარაქი და მოვზილოთ ცომი ქიშისთვის. დავუმატოთ ერთი ცალი კვერცხი, ცოტა მარილი და წყალი. ცომი დავაბრტყელოთ , გადავიტანოთ ფორმაში , ცოტახნით შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად . მანამდე დავჭრათ ბაზილიკი, ხოლო პარმეზანი გავხეხოთ. ასევე ლორი მოვბრაწოთ ხახვთან და ნიორთან ერთად ტაფაზე. ამასობაში ცომი გამოცხვა , ბეშამელელი გადავიტანოთ გამომცხვარ მასაზე და თანაბრად გადავანაწილოთ. დავამატოთ შემწვარი ლორი , გახეხილი პარმეზანი და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 5 წუთით. ბოლოს მოვაყაროთ ბაზილიკი. ქიშლორენი მზადაა. გემრიელად მიირთვით !!!
მსგავსი ვიდეოები
ქიშ ლორენი - შეფ ლევან კობიაშვილი(შეფქეივი)
Europroduct
გურმანია - ქიშ-ლორენი (რეცეპტი)
გურმანია
გურმანია - ვეგეტარიანული მენიუ
გურმანია
ჯულია ჩაილდის კულინარიის დღე და ფრანგული ქიშ ლორანი
შუადღე GDS / shuadge GDS
„ქიშ, ქიშ წიწილებო“ - ადა მარშანია ჟურნალისტებს
paqtebi. ge