ლგბტი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში


ლიკა ჯალაღანია საუბრობს ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე.

►„ყველაზე მასშტაბური დარბევის ფაქტი 2013 წლის 17 მაისი, რომელიც უნდა გამხდარიყო სახელმწიფოს მიერ სწორედ ამ ჯგუფის ჩაგრულობის აღიარება და ის, რომ ადამიანები ისჯებიან იმისთვის, რომ ისინი სჩადიან დანაშაულს ეს იყო მარტივი პრინციპი, თუმცა სახელმიფო ამ მარტივ პრინციპსაც ვერ ასრულებს. რეალურად მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო უბრალოდ არ იაზრებს და მისთვის არ არის პრიორიტეტული ეს ადამიანები.
ვერ ნახავთ ვერცერთ საჯარო გამოსვლას მართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ცალსახად გმობენ ნებისმიერ ძალადობას , რომელიც იყო გამოხატული ლგბტ თემის მიმართ. ესეთი საჯარო დაგმობის გარეშე ძალიან ხშირად დაუსჯელობის სინდრომამდე მივდივართ და ის ადამიანი, რომელიც სჩადის დანაშაულს და მსხვერპლად ლგბტ თემის წარმომადგენელს ირჩევს, იცის რომ ის ამაზე მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის და პასუხისმგებაში არ მიეცემა. ეს არის მთავარი პრობლემა, შიდა მესიჯის არ ქონა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს დანაშაულები პრიორიტეტულია, რეალურად ადამიანის სიცოცხლე არ არის პრიორიტეტული\".
http://emc.org.ge/

ვიდეოები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ისგან