დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

04.08.2022 01:34

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კვლავ უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლის აღების შესახებ ავრცელებს ცნობას. უწყების განცხადებით, ოპერაცია „ანგარიშსწორების“ ფარგლებში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის ქედის გასწვრივ აიღეს გირჰგიზისა და სარიბაბას სიმაღლეები. სამინისტროს ცნობით, ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. სამხედრო ნაწილზე განხორციელდა ავიაიერიში, რის შედეგად განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, ასევე რამდენიმე „ჰაუბიცა“, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა. სომხური მხარე ორი დაღუპულისა და 19 დაშავებულის შესახებ იუწყება. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, ცალმხრივად შეცვალოს ლაჩინის დერეფნის სამართლებრივი რეჟიმი და მოუწოდებს აზერბაიჯანს, შეასრულოს 9 ნოემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ბაქოში კი აცხადებენ, რომ სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იქ სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს, აუცილებელია ამ ტერიტორიების დელიმიტაცია და იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
04:06

დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
01:41

საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
01:59

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე უკიდურესად დაძაბულია

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე უკი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
06:52

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
05:46

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერევანში კვლავ დაძაბული ვითარებაა
00:47

ერევანში კვლავ დაძაბული ვითარებაა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
01:05

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო