გურამ ოდიშარიამ ოპერაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
5 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ოპერის თეატრს ესტუმრა. 2010 წელს დაწყებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ, მინისტრის ინიციატივით, პირველად გაიხსნა საოპერო თეატრის კარი. გურამ ოდიშარია ადგილზე გაეცნო და შეაფასა უკვე დასრულებული და ასევე მიმდინარე სამუშაო პროცესი. კულტურის სამინისტროს პირველ პირს მასპინძლობა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა გიორგი ჟორდანიამ გაუწია. გურამ ოდიშარიამ დაათვალიერა სცენის შიდა სივრცე, საორკესტრო ორმო, მთავარი დარბაზი, ლოჟები, უკვე დასრულებული სარეპეტიციო დარბაზი, საგამოფენო სივრცე... მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი გაეცნო. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარემონტო სამუშაოები 2010 წლის იანვარში დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს შენობის მოპირკეთება ქვითა და მარმარილოთი. უკვე დასრულებულია საგრიმიორო და ორკესტრის ოთახები, ასევე დიდი სარეპეტიციო დარბაზი. ოპერისა და ბალეტის თეატრის სარემონტო სამუშაოების დასრულება 2014 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება. http://www.culture.gov.ge / culturegovge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ
info9 info99
გურამ ოდიშარიამ ესტონეთის დელეგაციას მიიღო
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ ესტონეთის დელეგაციას მიიღო
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ პარიზის ვიზიტი შეაჯამა
culturegovge culturegovge