მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია რუხი მოლთან გამართეს

05.05.2018 01:08

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა, სავაჭრო ცენტრ "რუხი მოლის" მიმდებარედ დღეს აქცია გამართეს. ისინი ქალაქში არსებული სხვა სადგურების დახურვას ითხოვენ. „მოვითხოვთ ყველა იმ სადგურის დახურვას, რომელიც ულიცენზიოდ მუშაობს. მათ გადასახადები არ შეაქვთ, ჩვენ კი გვახდევინებენ. მოგვაქციონ ყურადღება და მოაგვარონ ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ“, - აცხადებენ მძღოლები. Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: