გარდაბნის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კიდევ ორი, ახალი საბავშვო ბაღი ამოქმედდა. სოფელ ქესალოსა და ნაზარლოში, სააღმზრდელო დაწესებულებები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა, მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა გახსნეს. სოფლებში ამ დრომდე ბაღი არ ფუნქციონირებდა, რაც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენდა. სოფელ ქესალოში ახლადგახსნილ ორჯგუფიან ბაღში, სადაც 11 ადგილობრივია დასაქმებული, 60 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. სოფელ ნაზარლოში, კი საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი და დასაქმებულია ასევე 11 ადგილობრივი პედაგოგ-აღმზრდელი. შენობები სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ბაღების მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 187 ლარით დაფინანსდა. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ნაზარლოს საბავშო ბაღის ეზოში ნაძვის ხის ნერგი დარგეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2018 წლიდან დღემდე, 27 საბავშვო ბაღში, 3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორცილდა. 2019 წელს კი, 5 ახალი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობაა დაგეგმილი. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #გარდაბნისმუნიციპალიტეტი2019 #ახალისაბავშვობაღები2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუბერნატორმა გარდაბანში ახლად რეაბილიტირებული ბაღები დაათვალ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ვითარება კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნუგზარ ჩადუნელი: ლელუაშვილი 2004 წლიდან თვალითაც არ მინახავს
David Lenon
💦 კუმისის ტბა | The Kumisi Lake 🔥
დრონერი | Droner
10 წელი აგვისტოს ომიდან - გარდაბანი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სოფელ ნორიოში ადამიანი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი 10.0...
TV4. ge