ნუგზარ ჩადუნელი: ლელუაშვილი 2004 წლიდან თვალითაც არ მინახავს

28.01.2014 00:31

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი guardian.ge-სთან საუბრისას უარყოფს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ქვემო ქართლში, კერძოდ კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შსს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟა ლელუაშვილის გავლენების თაობაზე. როგორც იგი აღნიშნავს, ვაჟა ლელუაშვილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან არავითარი შეხება არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. "ლელუაშვილი მე 2004 წლიდან თვალითაც არ მინახავს. რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მას არც კი დაურეკავს რამის საათხოვნელად, ან კიდევ, როგორ გამიბედავს და დამირეკავს ის მე, როცა მან თავად გამანთავისუფლა 2004 წელს დაკავებული თანამდებობიდან. მაშინ მე უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი, თან ეს ყველაფერი სრული კანონის დარღვევით გააკეთა. შემეძლო სარჩელი სასამართლოში შემეტანა, პროცესს უსათუოდ მოვიგებდი და თანამდებობაზეც აღმადგენდნენ, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ვიცოდი ვინც იყვნენ მოსულები ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლებას "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ,"- აღნიშნავს ნუგზარ ჩადუნელი. "მე წინა ხელისუფლებას 2004 წლიდან ვებრძოდი", -განაგრძობს ჩადუნელი. "ყოველთვის ვიყავი მათთვის მიუღებელი პირი, ეხლა კი ჭორები დაყარეს თითქოს გარდაბნის მუნიციპალიტეტი ლელუაშვილისგან იმართება, ეს არის გამორიცხული." გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი guardian.ge-სთან საუბრისას მის წინასაარჩევნო გეგმებზეც საუბრობს. "მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებიდან კენჭს გამგებლის თანამდებობაზე ვიყრი". - See more at: http://guardian.ge/133-nugzar-chadune...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნუგზარ ჩადუნელი - თავდადებულ მამულიშვილთა მოსაგონარი - ტბეთი 12 08 2019.
00:32

ნუგზარ ჩადუნელი - თავდადებულ მამულიშვილთა მოსაგონარი - ტბეთი...

ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი

ნუგზარ ჩადუნელი -- ორ აზერბაიჯანელს მოადგილედ ვერ დავნიშნავდი
04:32

ნუგზარ ჩადუნელი -- ორ აზერბაიჯანელს მოადგილედ ვერ დავნიშნავდ...

TVicmm ge

ნუგზარ ჩადუნელი - მიმართვა მოგვარეებს 26 04 2018
02:01

ნუგზარ ჩადუნელი - მიმართვა მოგვარეებს 26 04 2018

ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი

ნუგზარ ჩადუნელი - მიმართვა მოგვარეებს 23 07 2016
04:09

ნუგზარ ჩადუნელი - მიმართვა მოგვარეებს 23 07 2016

ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი

ნუგზარ ჩადუნელი  ,,ორ აზერბაიჯანელს მოადგილედ ვერ დავნიშნავდი\" – Aug 15, 2013
04:32

ნუგზარ ჩადუნელი ,,ორ აზერბაიჯანელს მოადგილედ ვერ დავნიშნავდ...

Mtisambebi / მთის ამბები

ნუგზარ ჩადუნელი - მიმართვა 12 08 2022
01:27

ნუგზარ ჩადუნელი - მიმართვა 12 08 2022

ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი

ავთანდილ ჩადუნელი-ჩემი ლამაზი საქართველო\u0026Avtandil chaduneli.chemi lamazi saqartveloa
04:45

ავთანდილ ჩადუნელი-ჩემი ლამაზი საქართველო\u0026Avtandil chadu...

avtandil chaduneli official

ავთანდილ ჩადუნელი-ჩამი ლამაზი საქართველო\u0026Avtandil Chaduneli - Chemi Lamazi Saqartvelo
04:52

ავთანდილ ჩადუნელი-ჩამი ლამაზი საქართველო\u0026Avtandil Chadu...

avtandil chaduneli official

ყველა ვიდეო