10 წელი აგვისტოს ომიდან - გარდაბანი
დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ადგილზე აღევლინა პარაკლისი, ანსამბლ „მე რუსთველის“ წევრებმა კი, გმირების პატივსაცემად, რამდენიმე პატრიოტული სიმღერა შეასრულეს. დღესვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუბერნატორის მოადგილემ, აგვისტოს ომში, საბრძოლო მოქმედებების დროს, გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის საფლავი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებებისას რუსთავიდან ექვსი, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ადგილობრივი დაიღუპა. ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. #ქვემოქართლი2018 #10წელიაგვისტოსომიდან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
10 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
10 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
10 წელი აგვისტოს ომიდან
FC LocomotiveTbilisi
10 წელი აგვისტოს ომიდან
საქართველოს დაზვერვის სამსახური
10 წელი აგვისტოს ომიდან - რა ეტაპზეა გამოძიება
TV IMEDI
დისკუსია გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
10 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster