“პოლიტიკური გაერთიანება - სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე კომბინატის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ცხადაია ოფიციალურად წარადგინა. მანვე შუალედურ არჩევნებზე ე.წ პრესოვკა-მახარაძის უბანში დავით დგებუაძე დაასახელა და მოსახლეობას წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. პაატა ბურჭულაძემ საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ 2012 წელს მოსახლეობისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შესრულებულა.
„როგორ დავიჯერეთ ჩვენ, ყველამ ერთად, უფასო ელექტროენერგია, უფასო სესხი და უფასო გაზი“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება პარტიის წინა საარჩევნო პროგრამას, პოლიტიკური გაერთიანება, გამარჯვების შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, პენსიონერებს პენსიის 250 ლარამდე გაზრდას, უფასო მედიკამენტების დაფინანსებას ჰპირდებიან. ამასთან, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებით გეგმავენ. რაც შეეხება განათლების სფეროს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ სრულფასოვანი განათლებისთვის მოსწავლეებს წიგნების შესაძენად 1200 ლარიან ვაუჩერებს ჰპირდება.
„ეს პროგრამა შეიძლება მთავრობამ წაიღოს, მაგრამ ვერ გააკეთებს, რადგან არ ყავს პროფესიონალთა გუნდი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/